სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი დააკავეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააკავეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა ექვსი პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს.

ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებულ პირებთან შეთანხმებით და სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.

„სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 6 პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, მისი ვაჟი და დანაშაულებრივ სქემებში ჩართული სხვა პირები. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ქონების რეალური მესაკუთრეებისა და მისი დანაშაულებრივი წარმომავლობის დასაფარად, იგი დაკავშირებულ კომპანიებზე ფორმდებოდა. შემდეგ კი შეძენილი ქონების მესამე პირებზე გასხვისება და გაყიდვა ხდებოდა“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების მისამართებზე ჩხრეკა დღეს დილით ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა მისი კიდევ ერთი ვაჟის, სომხეთის პარლამენტის წევრის, ლევონ ქოჩარიანის სახლში. მოგვიანებით, საგამოძიებო ორგანოებმა რობერ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს