GCCA-მა შპს „თრეველფაის“ დარღვევა დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თრეველფაის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმე მომხმარებლების მიერ კომპანიისგან შეძენილ ტურისტულ პაკეტს შეეხებოდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იტალიის ქალაქ ბოლონიაში კანიე უესტის კონცერტზე დასწრება წარმოადგენდა. კონცერტის გაუქმების შემდეგ, ვინაიდან ტურისტულმა პაკეტმა თავდაპირველი მიზნობრივი დანიშნულება დაკარგა, მომხმარებლებმა ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა მოვაჭრემ მათ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

“სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლების მიერ შეძენილი იყო ტურისტული პაკეტი, რომლის შეთავაზების პირობებიდანაც იკვეთებოდა, რომ კონცერტზე დასწრება ტურისტული მომსახურების არსებით მიზანს წარმოადგენდა. შესაბამისად, ღონისძიების გაუქმებამ გამოიწვია მომხმარებელთა ინტერესის დაკარგვა ტურისტული პაკეტის მიმართ და მათ წარმოეშვათ ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „თრეველფაის“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. ამასთან, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება” - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს