უკრაინული მედია - უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს საპატიმრო გირაო შეუფარდა

უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს ირინა მუდრას „ფორესტ გამპის“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 20 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის უფლებით.

ირინა მუდრამ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ გირაოსთვის თანხების შეგროვებას შეეცდება.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად მუდრას სახლსა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, მუდრა ეჭვმიტანილია „ფორესტ გამპის“ საქმეში, რომელიც 150 მილიონი გრივნას უკანონო ლეგალიზაციას (გათეთრება) უკავშირდება, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ჰერმან გალუშჩენკოს გირაოს შესატანად. გალუშჩენკო, რომელიც „ენერგოატომის“ გარშემო არსებულ კორუფციულ საქმეში „მიდასი“ ფიგურირებს, მიმდინარე წლის თებერვალში, ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს