გრიგოლ გეგელია - „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა რა, რომ რუსეთი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს, გადაწყვიტა, უკრაინის მიმართ პოზიციები შეარბილოს - გაახსენდა, რომ თურმე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეც დგება წელიწადში ერთხელ

ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ უკან დახევას უკრაინის საკითხზე, რადგან „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში არანაირი პრინციპები არ გააჩნდა და არც ახლა არ გააჩნია - გაახსენდათ, რომ თურმე საქართველოში ცხოვრობენ უკრაინელი ბავშვები, თურმე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეც დგება ხოლმე წელიწადში ერთხელ და თურმე ანძა შეიძლება გაანათო უკრაინის დროშის ფერებში,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაინახა რა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერანაირ ტაქტიკურ და სტრატეგიულ წარმატებას ვერ აღწევს, გადაწყვიტა, უკრაინის მიმართ პოზიციები შეარბილოს.

„ხედავს რა იმას, რომ რუსეთი ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, განსხვავებით იმ მოლოდინისგან, რაც აჰქონდა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომ კიევი ერთ კვირაში დაეცემოდა, ახლა, რა თქმა უნდა, „ქოციც“ კი ხედავს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს არსებითი ტაქტიკური ან სტრატეგიული წინსვლის მიღწევას და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ უპრინციპო, უსახო ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინაზე შედარებით შერბილებული პოზიცია ჰქონდეთ და ისიც კი გაახსენდათ, რომ თურმე საქართველოში ცხოვრობენ უკრაინელი ბავშვები, ვისაც დახმარება სჭირდებათ, თურმე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეც დგება ხოლმე წელიწადში ერთხელ და თურმე ანძა შეიძლება გაანათო უკრაინის დროშის ფერებში, ნაცვლად იმისა, რომ ლანძღო უკრაინა, დაესხა მას თავს, უწოდო მას ომის პარტია და დაადანაშაულო უკრაინა იმ ომის დაწყებაში, რომელიც დაიწყო რუსეთმა, რასაც სჩადიოდნენ „ქოცები“ მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არის კიდევ ერთი დასტური და ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ „ქოცს“ არ გააჩნია არავითარი პრინციპი, არავითარი იდეოლოგიური შეხედულება, არავითარი საკვანძო ღირებულებითი ღერძი, არამედ ის არის, სამწუხაროდ, რუსეთთან მიერთებული, ნაცრისფერი, უსახური რეჟიმი, რომელიც საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით აკეთებს ხოლმე ყველაფერს“, - განაცხადა გეგელიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს