გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ეკონომიკა სულ უფრო მეტად მიაბა ირანის არასანდო ეკონომიკურ ბაზარს და პოლიტიკურად სავსებით გაუმართლებელ, დიქტატორულ, კაცთამკვლელ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ რეჟიმს

იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ბოლო პერიოდში 66%-ით გაზარდა ვაჭრობა ირანთან და 7-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი ირანში, ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის მხარეები, რომლებიც რეალურად ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არ შეწყვეტენ, გახდებიან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების სამიზნე - „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ქართული ეკონომიკა სულ უფრო მეტად მიაბა ირანის არასანდო ეკონომიკურ ბაზარს და პოლიტიკურად სავსებით გაუმართლებელ, დიქტატორულ, კაცთამკვლელ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ რეჟიმს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ ირანის მსგავს რეჟიმებთან ხედავს საქართველოს მომავალს, ქართველი ხალხისგან განსხვავებით, რომელსაც მკაფიოდ აქვს განცხადებული საკუთარი დასავლური მისწრაფება.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსი წარმოშობს რისკებს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ნაცვლად იმისა, რომ ეს ქვეყანა მიჰყავდეს მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, პირიქით, ეს პოლიტიკური კურსი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ რისკს უქმნის საქართველოს კეთილდღეობას და ქართველი ხალხის განვითარების პერსპექტივას. იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ბოლო პერიოდში 66%-ით გაზარდა ვაჭრობა ირანთან, იმ ფონზე, როდესაც 7-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი ირანში, ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის მხარეები, რომლებიც რეალურად ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობებს არ შეწყვეტენ, გახდებიან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების სამიზნე. ამ ვითარებაში, მაშინ როდესაც საქართველოს შეუძლია, ივაჭროს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ევროპული კავშირის მასშტაბით, მაშინ, როდესაც საქართველო უნდა ცდილობდეს, რომ აშშ-ისთან ჰქონდეს იგივე ტიპის შეთანხმება, ნაცვლად ამ შანსების გამოყენებისა, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ქართული ეკონომიკა სულ უფრო მეტად მიაბა ირანის არასანდო ეკონომიკურ ბაზარს და პოლიტიკურად სავსებით გაუმართლებელ, დიქტატორულ, კაცთამკვლელ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ რეჟიმს, რომლის ღია კურსიც არის ნატოს და საერთო ღირებულებების წინააღმდეგ ყოფნა, რომელიც ხოცავს საკუთარ მოქალაქეებს და ათობით ათასი ადამიანი ჰყავს უკვე მსხვერპლად შეწირული საკუთარი იდეოლოგიური ნონსენსისთვის. ასეთ სახელმწიფოსთან გაზარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვაჭრობა და ექსპორტი და ასეთ სახელმწიფოსთან ერთად ხედავს ის საქართველოს მომავალს, მაგრამ ქართველი ხალხი არ ხედავს საკუთარ მომავალს ასეთ სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ ძალიან მკაფიო არჩევანი გვაქვს გაკეთებული და რა თქმა უნდა, როგორც კი „ქართული ოცნების“ რეჟიმს შევცვლით, შევძლებთ, რომ აღვადგინოთ ის სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც ჩვენ ოდითგანვე გაგვაჩნდა ცივილიზებულ მსოფლიოსთან“, - განაცხადა გეგელიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს