თაზო დათუნაშვილი - ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ჰერმეტულად იკეტება - მთელი ქონება, რაც ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ ოფშორულ ზონებში ჰქონდა დარეგისტრირებული, საქართველოში წამოიღო

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ჰერმეტულად იკეტება - ქვეყანა საკუთარ ბოსტნად აქვს გადაკეტილი და ამ ბოსტანში რასაც უნდა იმას აკეთებს, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „თანაინვესტირების ფონდის" აქტივები კაიმანის კუნძულებზე არსებული კომპანიიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა.

დათუნაშვილის თქმით, ეს არის ტრანზაქცია, რომლის შედეგად სარგებელს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი იღებს.

„ტრანზაქცია, რომელზეც არის საუბარი, სრული იზოლაციონიზმის ხაზს ადასტურებს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ჰერმეტულად იკეტება. მთელი ქონება, ნახატები და ახლა ის უკანასკნელი ქონება, რაც ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ ოფშორულ ზონებში ჰქონდა დარეგისტრირებული, საქართველოში წამოიღო. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ თავად მას ბრიტანული სანქციების ეშინია. შესაბამისად, იქიდან ქონებას ათავისუფლებს.

გარდა ამისა, კანონი, რომელიც თავის დროზე „რუსულ კანონთან“ ერთად მიიღეს, მხოლოდ ივანიშვილისთვის მოქმედებს. ეს არის პირადად ივანიშვილის კანონი, რომელიც მორგებულია მასზე და მის ოჯახზე. ამხელა ქონება შემოიტანა საქართველოში ისე, რომ ბიუჯეტმა ნულოვანი სარგებელი ნახა. იმედი აქვს, რომ ქვეყანა საკუთარ ბოსტნად აქვს გადაკეტილი და ამ ბოსტანში რასაც უნდა იმას გააკეთებს - ეროვნულ საცავში ოქროს შეინახავს, ჯურღმულს გამოთხრის და იქ ნახატებს შეინახავს და მთელს თავის ქონებას საქართველოში დადებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქონების შემოტანა არ ნიშნავს, რომ ვინმე ან ქართული სახელმწიფო რაიმე სიკეთეს იღებს, გარდა პირადად ბიძინა ივანიშვილისა. ეს არის ტრანზაქცია რომლის შედეგად სარგებელს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს“, - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს