აღმოაჩინეთ „საქართველოს ბანკის“ შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის

ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა სხვადასხვა საჭიროებას აერთიანებს - ფინანსური მართვიდან და ბუღალტერიიდან დაწყებული, ბრენდისთვის საჭირო მასალების შექმნით, მივლინებების ორგანიზებითა და ფინანსური ანალიტიკის გაუმჯობესებით დასრულებული. სწორედ ამ საჭიროებების გასამარტივებლად, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს Business 360-ის ფარგლებში პარტნიორი კომპანიებისგან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლიათ.

აღნიშნული შეთავაზებები ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საჭირო სერვისები სპეციალური პირობებით და რესურსები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის უფრო ეფექტურად გამოიყენონ.

ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურება - Loialté

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს Loialté ერთი თვის განმავლობაში სრულ ბუღალტრულ მომსახურებას უფასოდ სთავაზობს. შეთავაზება ასევე მოიცავს ერთჯერად კონსულტაციებს საგადასახადო, ფინანსურ, იურიდიულ და HR მიმართულებებით.

იხილეთ შეთავაზება

35%-იანი ფასდაკლება პოლიგრაფიულ მომსახურებაზე - Graphics

ბიზნესებს, რომლებსაც კომპანიისთვის ბეჭდვითი და პოლიგრაფიული მასალების დამზადება სჭირდებათ, Graphics ნებისმიერი ტიპის პოლიგრაფიულ მომსახურებაზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

იხილეთ შეთავაზება

ფასდაკლებები კორპორატიულ ტურისტულ მომსახურებაზე - Around the World

ბიზნესისთვის, რომლის საქმიანობაც მივლინებებს, კორპორატიულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო მოგზაურობას უკავშირდება, Around the World სპეციალურ პირობებს სთავაზობს. შეთავაზება მოიცავს 400 ლარამდე ფასდაკლებას ტურ-პაკეტებზე, სპეციალურ ტარიფებს სავიზო მომსახურებაზე და 10%-იან ფასდაკლებას MSC Cruises-ისა და Costa Cruises-ის საკრუიზო პაკეტებზე.

*შეთავაზება არ ვრცელდება მხოლოდ ავიაბილეთის ან სასტუმროს შეძენაზე.

იხილეთ შეთავაზება

50%-იანი ფასდაკლება ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციაზე - Amadeo

Amadeo ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციაზე მომხმარებლებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. სერვისით სარგებლობა თვეში 50 ლარიდან არის შესაძლებელი და შეთავაზება ასევე მოიცავს უფასო ტრენინგსა და სისტემის დანერგვის პროცესში დახმარებას.

იხილეთ შეთავაზება

ინფორმაციისთვის, Business 360 საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვადასხვა შესაძლებლობას აერთიანებს. მისი მიზანია, ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობისა და განვითარების პროცესში საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების მიღებაში დაეხმაროს.

ეწვიეთ ბმულს აღმოაჩინეთ თვის შეთავაზებები და შეარჩიეთ ის სერვისები, რომლებიც თქვენს ბიზნესს სჭირდება.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს