„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ჯივიპის განცხადებაშია აღნიშნული, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 26 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათიდან 27 აგვისტოს დღის 13:00 საათამდე მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ.

„26 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების განახლებულ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთების სამუშაოებს, 26 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათიდან დაიწყებენ და 3 ლოკაციაზე პარალელურად შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათიდან 27 აგვისტოს დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში - საქანელას, აბჟანდაძეს, დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, 1-ლი, მე-2 და მე-3 ხეივნის ქუჩებს, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გორგასლის ქუჩა N20, გულუას, გულიას, გორგასლის N87-N115, N30-N50, კრწანისის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, ერეკლე II მოედანი N3, ერეკლე II ქუჩას და მოედანს, ლესელიძის, კოტე აფხაზი N16-N44, N27-N53, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის და რკინის რიგის, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძისა და დიუმას ქუჩებს, სანაპიროს, რეზო ჩხეიძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ჯამბულის, სობჩაკის, ჭანტურიას, სტამბის ჩიხს, ბროსეს, რევაზ ლაღიძის და ვირსალაძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს