ჩინეთის საგარეო უწყება - ირანისა და მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს საერთაშორისო სამართალში ან გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატში არანაირი საფუძველი არ გააჩნია

ჩინეთმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავის ინტერესებს მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანისა და მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების გეგმების შესახებ გამოაცხადა.

„ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სანქციებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვთ საერთაშორისო სამართალში ან გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატში“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლი ციანმა.

მისი თქმით, ეკონომიკური ომი და მაქსიმალური ზეწოლა გამოსავალს არ იძლევა და მხოლოდ დაძაბულობის გაღვივებას, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური წესრიგის დარღვევას ემსახურება და ზიანს აყენებს ყველას ინტერესებს.

„დიალოგი და მოლაპარაკება წინსვლის ერთადერთი სწორი გზაა. ჩინეთის ირანთან თანამშრომლობა საერთაშორისო სამართალს შეესაბამება. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ჩინეთის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გუშინ განაცხადა, რომ ახალ სანქციებს დააწესებენ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ. მისივე თქმით, აშშ-მა “ირანთან დაკავშირებული საქმიანობის” სია გააფართოვა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ვაშინგტონმა მომავალში სანქციები დააწესოს. აშშ ყველა ქვეყნისთვის კონკრეტულად განსაზღვრული საბოლოო ვადის მიცემას გეგმავს, რათა მათ თეირანთან კავშირები შეწყვიტონ. ახალი სანქციები კი ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორებიცაა ციფრული აქტივები, ტექნოლოგია და საზღვაო გადაზიდვები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს