მიხეილ სააკაშვილი - საიამ თქვა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მოტივებით იდევნება და ერთხელ არ ამოღერღა იგივე ჩემზე - სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები, ხოლო იდიოტები, ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებენ, რეჟიმს ეხმარებიან

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გუშინ თქვა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მოტივებით იდევნება. ეს იყო ასოციაცია, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ერთხელ არ ამოღერღა იგივე ჩემზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

სააკაშვილის შეფასებით, საია „რეჟიმის დანამატია“, ხოლო ის, ვინც დასავლეთიდან ამ ორგანიზაციას აფინანსებს, „რეჟიმს ეხმარება“.

„ყველაფერი რისი ცოდნაც გჭირდებათ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გუშინ თქვა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მოტივებით იდევნება.

ეს იყო ასოციაცია, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ერთხელ არ ამოღერღა იგივე ჩემზე და რომლის ერთი თავმჯდომარე ქოცების თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მეორე ქოცების პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე იმავე პარლამენტში ვიცე-სპიკერი.

ამიტომაც საზოგადოების თვალში ნდობა აქვთ ნული და სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები. ხოლო ის იდიოტები, ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებს, რეალურად რეჟიმს ეხმარებიან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს