ირანის ხელმძღვანელობა აღიარებს იმას, რასაც მსოფლიო ახლა ხედავს: ზეწოლა მუშაობს, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აღიარა ირანის ეკონომიკური დეფიციტი და თქვა: „ომი ოდესმე უნდა დასრულდეს“. ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი კიდევ უფრო პირდაპირი იყო: „რაც არ უნდა დიდი სამხედრო ძალა გვქონდეს, თუ ხალხი მშიერია და არ გვაქვს ფინანსური მიმოქცევა, ეკონომიკური ზრდა და შიდა წარმოება, ვერ გავძლებთ““, - წერს სკოტ ბესენტი.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ირანის რეჟიმის შემანარჩუნებელი ყველა ეკონომიკური „სასიცოცხლო ხაზის“ გაწყვეტას, სანამ თეირანი სრულ იზოლაციაში არ აღმოჩნდება.