კანადა ასობით ამერიკულ იმპორტირებულ პროდუქტზე 50%-იან საპასუხო ტარიფებს აწესებს

კანადის ფინანსთა და ეროვნული შემოსავლების მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 50%-იან საპასუხო ტარიფებს დააწესებს.

მისივე განცხადებით, ახალი ტარიფები 8 სექტემბრიდან ამოქმედდება და 700 პროდუქტზე 15%-იანი, 25%-იანი და 50%-იანი ტარიფები დაწესდება.

აღნიშნულ 700 პროდუქტს შორისაა სხვადასხვა სახის თევზი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები, რომელზეც 25%-იანი ტარიფი დაწესდება; რძე და ნაღები ფხვნილი, გრანულების ან სხვა მყარი ფორმების სახით, რომელზეც 50%-იანი ტარიფი დაწესდება; ყველისა და ხაჭოს პროდუქტები (25%); ნატურალური თაფლი, მელასა და საცხობი ნარევები (50%); სუნამოები, მაკიაჟი და თმის მოვლის საშუალებები (50%); ხალიჩები (25%) და ფანერა (50%); ტუალეტის ქაღალდი და სახის ხელსახოცები (25%) ბლოკნოტები და კონვერტები (50%); მაისურები, ქურთუკები, კაბები, პალტოები, ხელთათმანები და სხვა ტანსაცმელი (50%); ფოლადის ან ალუმინისგან დამზადებული სხვადასხვა ლითონის ნაწარმი (50%); ღუმელები, ქურები, მაცივრები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სარეცხი და საშრობი მანქანები, თმის საშრობები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა (25%) კონდიციონერები (15%); სმარტფონები და ვიდეო თამაშების კონსოლები (50%); მოტოციკლები (50%) და მისაბმელები (25%); სათევზაო ანკესები, გოლფის ჯოხები და სავარჯიშო ინვენტარი (50%).

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს