მარკ კარნი - კანადა დააწესებს ტარიფებს, რომელიც აშშ-ის ახალი ტარიფების ექვივალენტურია

კანადა დააწესებს ტარიფებს, რომელიც აშშ-ის ახალი ტარიფების ექვივალენტურია, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გარდა ამისა, კანადა ახორციელებს გაძლიერებულ დამატებით ზომებს, რომლის ჯამური ღირებულება 7.5 მილიარდი დოლარია, კანადელი დასაქმებულებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ეს თანხები ემატება დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის ოდენობის ზომებს, რომელიც აშშ-ის მიერ გაუმართლებელი ტარიფების შემოღების შემდეგ გამოცხადდა. ჩვენი მიზანია დავიცვათ კანადაში სამუშაო ადგილები, ინდუსტრიები და ოჯახები“, - აცხადებს კარნი.

შეგახსენებთ, კანადის ფინანსთა და ეროვნული შემოსავლების მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 50%-იან საპასუხო ტარიფებს დააწესებს. ახალი ტარიფები 8 სექტემბრიდან ამოქმედდება და 700 პროდუქტზე 15%-იანი, 25%-იანი და 50%-იანი ტარიფები დაწესდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს