მარკო რუბიოს განცხადებით, ამ დროისთვის აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები მოსალოდნელი არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბოლო დღეებში რამდენიმე უცხოელ კოლეგას განუცხადა, რომ აშშ-სგან, ამ დროისთვის, ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების დაწყება მოსალოდნელი არ არის, - ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუბიოს განმარტებით, თავდასხმების ნაცვლად ყურადღება გამახვილებულია ზეწოლის სხვა საშუალებებზე, მათ შორის ამ კვირაში გამოცხადებულ სანქციების ინიციატივაზე.

წყაროების ცნობით, რუბიომ რამდენიმე კოლეგასთან სატელეფონო საუბრებში ტრამპის ადმინისტრაციის ირანთან დაკავშირებული ამჟამინდელი პოლიტიკა გაახმოვანა: ამ დროისთვის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავება, ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა აშშ-ის საზღვაო ბლოკადისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ახალი სანქციების დაწესების გზით, რაც შეიძლება მეტი ნავთობის ტრანსპორტირება სრუტის გავლით და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის უმეტესი ნაწილის ნაღმებისგან გაწმენდა, იმ ფაქტთან ერთად, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სრუტის სამხრეთ ზოლში სულ უფრო მეტი ტანკერი მოძრაობს, მნიშვნელოვნად ამცირებს ირანის გავლენას გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

„ირანელებმა დაკარგეს კონტროლი სრუტეზე. ახლა მას აშშ აკონტროლებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირები ასევე განმარტავენ, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ირანს კრიტიკულ შემოსავალს ართმევს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ტანკერები თითქმის არ შეუნიშნავთ ხარგის კუნძულზე, ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე