რობერტ ქოჩარიანის შვილს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

სომხეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის შვილს, სედრაკ ქოჩარიანს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები მის ადვოკატზე, ალექსანდრ კოჩუბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სედრაკ ქოჩარიანი ორი თვით დააპატიმრეს - სასამართლომ გამოძიების მოთხოვნა ხუთ საათზე მეტი ხნის სხდომის შემდეგ დააკმაყოფილა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მან სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური დევნა უწოდა.

ცნობისთვის, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი გუშინ დააკავეს. სომხეთის პროკურატურამ ქოჩარიანის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურამ ბრალი კიდევ 9 პირს წაუყენა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უფროს ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანსა და სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს. რობერტ ქოჩარიანის ადვოკატის ცნობით, დაკავების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე