The Guardian - აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა - ასევე, იგეგმება ვიზების გაუქმება მათთვის, ვინც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნეს ვიზით შევიდა, შემდეგ კი თავშესაფრის მისაღებად განაცხადი შეიტანა

აშშ-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა, - ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ყველა საელჩოსა და საკონსულოში გლობალური სასწავლო ინიციატივა წამოიწყო, რის გამოც, სავიზო მომსახურებისთვის დანიშნული გასაუბრებების განრიგი სასწავლო პროგრამის შესაბამისად შეიცვლება.

სახელმწიფო დეპარტამენტში სასწავლო პროგრამის ვადები არ დააკონკრეტეს, თუმცა აღნიშნეს, რომ პროგრამის მიზანი საკონსულო ოფიცრების დახმარებაა, რათა გამოარჩიონ ის განმცხადებლები, რომლებიც შესაძლოა, ვიზების მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულები გახდნენ.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, იმ განმცხადებლებმა, რომლებსაც აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გასაუბრებები უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები მიიღეს, რომ გასაუბრებები გადაიდო და ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ უწყება ვიზების გაუქმებას გეგმავს უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნეს ვიზებით შევიდნენ, ხოლო შემდეგ თავშესაფრის მისაღებად განაცხადი შეიტანეს. შესაძლოა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 200 000-მდე ადამიანის ვიზა გააუქმოს.

„თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ვიზის მიღება თაღლითობას წარმოადგენს, რაც ვიზის გაუქმების საფუძველს ქმნის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე