Reuters - პაკისტანში, ისლამაბადის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანში, ისლამაბადის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მდებარე სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილების მესამე სართულზე გაჩნდა.

ხანძრის გაჩენის მომენტში განყოფილებაში სულ 16 ახალშობილი ბავშვი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი კონდიცირების სისტემაში გაუმართაობამ გამოიწვია.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ხელისუფლებას გამოძიების დაწყება და პასუხისმგებელი პირების დასჯა დაავალა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე