ლევან მახაშვილი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე - ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი ვაი პოლიტიკოსების მხრიდან

ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი ამ ვაი პოლიტიკოსების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში შემომსვლელების რაოდენობა გამსვლელების რაოდენობაზე ნაკლებია და „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“.

მახაშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე აქცენტის გაკეთების მიზანი „დაძაბულობის შემოტანა და ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებაა“, ეს კი „საბოლო ჯამში, დაპირისპირებისკენ მიმავალი გზაა“.

„რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, რომ რაღაცნაირად ზაფხულში შექმნან თემა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ჩვეულებრივი ტურისტული სეზონია და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან - სახმელეთო იქნება, აეროპორტები თუ ა.შ. - არის ჩვეულებრივი საქმიანი ან ტურისტული პროცესი. კონკრეტული სტატისტიკა ამაზე მიუთითებს, რომ არის ჩვეულებრივი კვეთა ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც. რა თქმა უნდა, სასაზღვრო უწყებები სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან საზღვარზე შემოსულ თითოეულ პიროვნებას, განურჩევლად იმისა, რა მიზნით შემოდის საქართველოში. ამიტომ ამ ვაი პოლიტიკოსებმა დაისაქმონ საკუთარი თავი, მით უმეტეს, საკუთარ ბელადებს შეხედონ, რას აკეთებდნენ 2008 წლიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ფიანდაზებს უგებდნენ რუსებს და ასე უძღვებოდნენ საქართველოში. მაგრამ ახლა საზოგადოება ხედავს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა საზღვარი, რა თქმა უნდა, რადგან ტურისტული სეზონია, დატვირთულად ფუნქციონირებს, თუმცა არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ „გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა“. ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 33 000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, 15 და 16 აგვისტოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი 19 000 -ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ კვირას, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გაიარა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა