პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება - კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ, ასევე ვერ მოხვდნენ პროფესიულ სასწავლებლებში, რადგან არ ჰქონდათ არჩეული შესაბამისი პროფესიული პროგრამა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მეხუთე დონის პროფესიული პროგრამებისთვის NAEC-ის ტესტირების გავლა იქნება საჭირო, ხოლო მესამე და მეოთხე დონის პროგრამებისთვის დაწესებულებებს შიდა შერჩევა ექნებათ.

„წელს იყო გამონაკლისი და ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში შეიქმნა შესაძლებლობა, რომ ერთი საგნით მოხვედრილიყო ადამიანი პროფესიულ პროგრამაზე. იმ შემთხვევაში თუ [აბიტურიენტს] გადალახული ჰქონდა ბარიერი, მაგრამ მაინც არ აირჩია პროფესიული პროგრამა და დარჩა პროფესიული განათლების მიღმა, ჩვენ 21 სექტემბრიდან დავიწყებთ რეგისტრაციას ჩვეულებრივი, სტანდარტული მიდგომით, რომელიც პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესის შესაბამისად ხორციელდება. მეხუთე დონის პროგრამებისთვის NAEC-ის ტესტირებაა საჭირო, ხოლო მესამე და მეოთხე დონის პროგრამებისთვის არის დაწესებულებების შიდა შერჩევა. ანუ ამ ადამიანებს შეუძლიათ, რომ 21 სექტემბრიდან იყვნენ ყურადღებით VET.GE-ზე გამოცხადება რეგისტრაცია, შეეძლებათ აირჩიონ პროგრამა და დარეგისტრირდნენ“,- განაცხადეს სამინისტროში.

ცნობისთვის, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა. მათგან 1322 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა, ხოლო 1819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე