თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - თსსუ AMEE-ს რეგიონული ბრწყინვალების ცენტრად დასახელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - თსსუ AMEE-ის რეგიონული ბრწყინვალების ცენტრად დასახელდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ AMEE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენ ლოიდმა AMEE 2026-ის გახსნის ცერემონიაზე, ვენაში, განაცხადა.

ცერემონიაზე აღინიშნა, რომ რეგიონული ბრწყინვალების ცენტრად აღიარება მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, ისე საქართველოსა და რეგიონის სამედიცინო განათლების განვითარებისათვის. აღნიშნული სტატუსი ასახავს მრავალწლიან, თანმიმდევრულ საქმიანობას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამედიცინო განათლების განვითარებისადმი უნივერსიტეტის ერთგულებას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამ სტატუსით პირველი ცენტრია ევროპაში. მანამდე AMEE-ის რეგიონული ბრწყინვალების ცენტრი ჩინეთში ფუნქციონირებდა.

თსსუ-ის აღნიშნული სტატუსი AMEE-სთან აქტიური და მრავალწლიანი თანამშრომლობის, სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში წარმატებული მონაწილეობის გათვალისწინებით მიანიჭეს.

ეს გზა, საქართველოს სამედიცინო განათლების ევროპულ ასოციაციასთან (AMEE) აქტიური თანამშრომლობით და 2019 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნებით დაიწყო. დაარსების დღიდან ცენტრი საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმიდან ეტაპობრივად ჩამოყალიბდა აკადემიური განვითარების, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერების მდგრად ჰაბად. ცენტრი უკვე შვიდ წელზე მეტია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მიზნად ისახავს თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების გაზიარებას, თემატური ტრენინგების ჩატარებასა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

AMEE-ის საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორობის, ტრენინგების, კონფერენციებისა და პროფესიული განვითარების ინიციატივების მეშვეობით ცენტრმა ასობით პედაგოგს მისცა პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და მნიშვნელოვნად გააძლიერა კავშირები საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო საზოგადოებას შორის.

ცენტრის საქმიანობამ ხელი შეუწყო სწავლების, სწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების, კომპეტენციებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების, ფაკულტეტის განვითარების და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ცენტრის საქმიანობა უფრო მასშტაბური გახდა - დღეს იგი ხელს უწყობს თანამშრომლობას როგორც საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციას შორის, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე