ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - ცხინვალთან ურთიერთობების მოგვარება საქართველოს ინტერესებში შედის

ცხინვალთან ურთიერთობების მოგვარება საქართველოს ინტერესებში შედის, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველო ჯერ კიდევ არ იღებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ორი ახალი სახელმწიფოს აღიარება და მათთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარება მის ინტერესებშიც შედის“, - განაცხადა ახსარ ჯიოევმა.

მისი თქმით, „ქართული მხარის მიერ მშვიდობისმოყვარეობის შესახებ დროდადრო გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საპირისპირო რიტორიკა შეიმჩნევა, რომელსაც ხშირად პროვოკაციული ელფერი აქვს“.

„სამხრეთ ოსეთისთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ აქვს სურვილი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ხელი მოაწეროს. ნათელია, რომ ქართული მხარის მსგავსი პოზიცია რეგიონში ნდობის აღდგენისა და სტაბილურობის განმტკიცების ზომებს ხელს არ უწყობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში თანასწორობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგს მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა ჯიოევმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე