ოჯახის ადვოკატი ავჭალაში, გაუქმებული ხიდიდან 17 წლის გოგონას გადავარდნის ფაქტზე - თუკი დადგინდა, რომ ეს არის თვითმკვლელობა, კითხვები მის შეყვარებულთან გვექნება, რომელთან დაშორებასაც მარიამი ცდილობდა, ეს ბიჭი კი თავს  არ ანებებდა

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.

როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა“.

შემთხვევა ავჭალის ხიდთან გუშინ საღამოს მოხდა, ამ წუთებში კი ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას დაველოდებით. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა. არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო. ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ.

მარიამი სახლიდან ვისთან ერთად გავიდა არ ვიცი, ამასაც გამოძიება დაადგენს. ის 17 წლის იყო. თუკი დადგინდა, რომ თვითმკვლელობაა, თვითმკვლელობამდე მიყვანის საკითხზე ვისთან უნდა გვქონდეს კითხვები ვიცით - კითხვები გვექნება მისი შეყვარებულის მიმართ. თუ დადგინდება, რომ ეს თვითმკვლელობამდე მიყვანაა და ეს თვითმკვლელობა იყო, ერთადერთი კითხვები არის მისი შეყვარებულის მიმართ, რომელთან დაშორებასაც ცდილობდა მარიამი და ის ბიჭი თავს არ ანებებდა, ეს იყო ფაქტი.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მარიამი ფსიქოლოგიური ან სხვა სახის სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, დაახლოებით, ალბათ. გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერს დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე