რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა აჰმედ ალ-შარაასთან სატელეფონო საუბარში სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ასევე, პუტინმა და აჰმედ ალ-შარაამ რუსეთსა და სირიას შორის პოლტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
„მხარეებმა განიხილეს რუსეთ-სირიის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.