რუსეთის საგარეო უწყება - დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს, რაც სრულად შეესაბამება მის არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნაა

დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს, რაც სრულად შეესაბამება მის არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„დიდი ალბათობით, სომხეთის ხელისუფლებას უბრალოდ აშანტაჟებენ. ეს სრულად შეესაბამება დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა“, - განაცხადეს უწყებაში.

სამინისტროს მტკიცებით, ერევნის არგუმენტები, რომ რუსეთისთვის რკინიგზის მართვის კონცესიის მინიჭება ხელს უშლის მას ლოგისტიკურ ინიციატივებში მონაწილეობაში, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა