„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა ვენაში ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

„ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ზარგინავამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ, დეკანის მოადგილემ ლაშა დოლიძემ და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) 2026 წლის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, AMEE 2026 22–26 აგვისტოს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო განათლების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სამედიცინო განათლების სფეროში თანამედროვე მიდგომების, კვლევითი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო განათლების მომავალს, ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებსა და იმ როლს, რომელსაც განათლება თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში ასრულებს. კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, სიმპოზიუმებს, ინტერაქტიულ ვორქშოფებსა და კვლევით პრეზენტაციებს. განხილულ თემებს შორის იყო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში, შეფასების თანამედროვე მეთოდები, ინტერპროფესიული განათლება, განათლების კვლევის თანამედროვე მიმართულებები და ა.შ. "ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენელთა მონაწილეობა კონფერენციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო განათლების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა ასევე დაესწრო AMEE-ის ინსტიტუციური წევრების ფორუმს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ინსტიტუციური გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები, განეხილათ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და გასცნობოდნენ AMEE-ის მიერ წევრი ინსტიტუციებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებსა და აქტივობებს. AMEE-ის ინსტიტუციურ ფორუმსა და ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა „ევროპის უნივერსიტეტისთვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ქსელებში ჩართულობის გასაძლიერებლად, პარტნიორულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განსავითარებლად და სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე