თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად აღიარების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო გამოცემამ Global Finance თიბისის ღია ბანკინგის API სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ ეს გამარჯვება 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე მოიპოვა.

თიბისიმ Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო აიღო ღია ბანკინგის სერვისების მრავალფეროვნებისთვის, სიმარტივისთვის, პარტნიორების რაოდენობისა და გამოყენების მაღალი მაჩვენებლისთვის.

„Global Finance-ის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისიში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ფინანსურ ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ, რომელთა საშუალებითაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურად ვქმნით მარტივ, სწრაფ და სანდო გამოცდილებას. ღია ბანკინგის სერვისები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვა ფინტექ პლატფორმებზე“ - გიორგი კინწურაშვილი, თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი.

Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება წელს უკვე 27-ედ ჩატარდა. წლების განმავლობაში თიბისის ამ დაჯილდოების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული, რაც ბანკის ინოვაციურობას, ციფრული სერვისების ხარისხსა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისაკენ მუდმივ სწრაფვას უსვამს ხაზს.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე