CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გუშინ გავიგეთ, პარტნიორები შედეგებზე შემდეგ კვირას შეგვატყობინებენ. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, ანტონიო კოშტასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, ნაუსედას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გუშინვე იცოდა თუ არა მან CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში შესახებ და ასევე იცის თუ არა მან საიბრების შინაარსი და რატომ მიფრინავდა რეტკლიფი ლატვიის დედაქალაქ რიგიდან.
“მოკლედ გიპასუხებთ. შეხვედას რაც შეეხება - კი, ვიცოდით. შეხვედრის შინაარსს არ განვიხილავ, ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, ეს ორი ქვეყნის [აშშ-ისა და რუსეთის] შეხვედრაა და მათი განხილვის საგანია. ჩვენმა პარტნიორებმა შეგვატყობინეს, რომ ინფორმაციას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, მის მიზნებსა და შინაარსს დაყოვნების გარეშე შეგვატყობინებენ, პრაქტიკულად შემდეგ კვირას. შემიძლია მხოლოდ ვიფიქრო, რომ ეს შეხვედრა ეძღვნება გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემცირებას, და ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამას,” - განაცხადა ნაუსედამ.
ჟურნალისტებმა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტიონიო კოშტას სთხოვეს ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მან უარი თქვა.