ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პირველკურსელ სტუდენტებს მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი პირველკურსელ სტუდენტებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებმაც სამართლის ფაკულტეტი აირჩიეს, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.

როგორც ყანდაშვილი თავის მიმართვაში აღნიშნავს, სტუდენტობის წლები არის დრო, როდესაც საფუძველი ეყრება პროფესიულ გზას.

„ვულოცავ პირველკურსელ სტუდენტებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას - სტუდენტური ცხოვრების დაწყებას.

განსაკუთრებით ვულოცავ სამართლის სტუდენტებს, რომლებიც დღეს ირჩევენ პროფესიას, რომელიც სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის იქნებიან მომავალი ადვოკატებიც, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ ადვოკატის პროფესიის განვითარებას და მომავალში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები გახდებიან.

გისურვებთ წარმატებას სწავლასა და დასახული მიზნების მიღწევაში, გისურვებთ პროფესიული განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებსა და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს.

სტუდენტობის წლები არის დრო, როდესაც საფუძველს უყრით თქვენს მომავალ პროფესიულ გზას. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად, იშრომეთ, განვითარდით და ყოველთვის გახსოვდეთ ადამიანის უფლებებისადმი ერთგულება.

წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ წლებს გისურვებთ!“ - წერს ირაკლი ყანდაშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე