სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი - ვიმედოვნებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ „სენატორ გრემის სანქციების პაკეტი“ სექტემბერში იქნება მიღებული

ვიმედოვნებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ “სენატორი გრემის სანქციების პაკეტი” სექტემბერში იქნება მიღებული. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა (დემოკრატიული პარტია), აღნიშნული კანონპროექტის თანაავტორმა, კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გაზაფხულზე, მაისში, როდესაც აქ ბოლოს ვიყავი, ვამბობდი, რომ ძალისხმევებს გავაორმაგებთ, რათა სანქციების შესახებ კანონპროექტი მივიღოთ. ახლა, როდესაც ეს სენატში მოხდა, უფრო დიდი დარწმუნებით ვბრუნდები, რომ ის მიღებულ უნდა იქნას ასევე წარმომადგენელთა პალატაში. იმედია, ეს სექტემბერში მოხდება”, - განაცხადა ბლუმენთალმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატა - წარმომადგენელთა პალატა - სამუშაოს სექტემბერში უნრუნდება.

“და ძალიან მჭიდრო კონტაქტებს ვინარჩუნებ წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობასთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ მაშინ იქნება მიღებული გაადაწყვეტილება. ვამბობდი, აქ როდესაც ვიყავი ბოლოს, რომ ძალისხმევებს გავაორმაგედით. და ეს გავაკეთეთ”, - განაცხადა ბლუმენთალმა.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მოუწოდა მას “ღია იყოს წარმომადგენელთა პალატის წევრებთან საუბრებისთვის, ისევე, როგორც სენატში გველაპარაკებოდა”.

ბლუმენთალის თქმით, ზელენსკი ამისთვის ღიაა.

“გახსოვთ, როდესაც შეერთებულ შტატებში იყო. დახურულ კარს მიღმა შეგვხვდა. და შემდეგაც იყო, როდესაც კენჭისყრა გვქონდა. და მის სახეზე ღიმილი, როდესაც იმ კენჭისყრას აკვირდებოდა, უკიდურესად შთამაგონებელი და ამაღელვებელი იყო. იმედი მაქვს, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრებს ისევე დაელაპარაკება, როგორც სენატს ელაპარაკებოდა. და როდესაც წარმომადგენელთა პალატაში ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან საუბარი შევთავაზე, ის გულწრფელად და დიდი სურვილით დამთანხმდა”, - განაცხადა ბლუმენთალმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე