მედია - გერმანიის აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი დრონი რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირდება

გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ დრონს იმ მოწყობილობებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა, რომლებსაც, როგორც წესი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველო (GRU) იყენებს, - ამის შესახებ ABC News-ს აშშ-ის დაზვერვის წყარომ განუცხადა.

წყაროს თქმით, აშშ-ის ეს შეფასება გერმანიის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო უწყებებთან ერთად გაკეთდა.

4 აგვისტოს პატარა დრონის აღმოჩენამ, რომელიც, გერმანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორით იყო აღჭურვილი, ლაიფციგის აეროპორტის დროებითი დახურვა გამოიწვია. ადგილზე ბომბების განეიტრალების ჯგუფები მივიდნენ და მოწყობილობის გასაუვნებელყოფად რობოტი გამოიყენეს. მოწყობილობა არ აფეთქებულა.

გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა აშშ-ის დაზვერვის წყარომ ABC News-ს განუცხადა, რომ მოწყობილობა არ აფეთქდა, რადგან მისი გამშვები მექანიზმი გათიშული იყო.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონი განკუთვნილი იყო აეროდრომზე გაჩერებული თვითმფრინავების მწყობრიდან გამოსაყვანად, რათა უკრაინისთვის ტვირთების მიწოდება შეფერხებულიყო და გერმანიისთვის გაფრთხილება გაეგზავნათ უკრაინის ომის ძალისხმევისადმი მისი უწყვეტი მხარდაჭერის გამო.

ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გერმანელი პოლიტიკოსები და ევროპული მედიასაშუალებები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „დაუყოვნებლივ“ მივიდნენ „ორაზროვან დასკვნამდე“ და რუსეთს ბრალი დასდეს „გამოძიების წინასწარი შედეგების დალოდების გარეშეც კი“.

ABC News-ი წერს, რომ ლაიფციგის აეროპორტი მსხვილი სატვირთო ჰაბია და მას აშშ-ის სამხედროები და ნატო-ს მოკავშირეები უკრაინაში იარაღის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე