რუსეთში „ლუკოილის“ ყველა მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, დრონებით თავდასხმის გამო, მუშაობა შეაჩერა

რუსეთში „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნედლი ნავთობის გადამუშავება 26 აგვისტოს, უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და ბენზინის წარმოებით კი - მეორე.

გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა გუშინ განაცხადა, რომ 26 აგვისტოს, რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქზე უკრაინის დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამრეწველო ობიექტი დაზიანდა.

წყაროების ცნობით, დრონით თავდასხმამ დააზიანა რამდენიმე გადამამუშავებელი ობიექტი, შიდა ინფრასტრუქტურა და ქარხნის ზოგადი ობიექტები. ისინი ვერ ასახელებენ, თუ რა დრო დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავების ოპერაციების განახლებას.

ამჟამად, „ლუკოილის“ ყველა მსხვილი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გათიშულია. პერმის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება 21 აგვისტოს დრონებით თავდასხმის შემდეგ შეწყვიტა, ხოლო ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ - 31 ივლისს.

Reuters-ი წერს, რომ „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზს“ წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი მეტრული ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება და დაახლოებით 5 მილიონი ტონა ბენზინის, 5 მილიონ ტონაზე მეტი დიზელის, 2 მილიონი ტონა მაზუთისა და დაახლოებით 500 000 ტონა ბიტუმის წარმოება შეუძლია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე