აშშ-ის განცხადებით, ჩინელი ჰაკერები იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეიჭრნენ

აშშ-მა განაცხადა, რომ ჩაშალა ჩინეთის ჰაკერული ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელებმა შეაღწიეს ან შეღწევას ცდილობდნენ იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვანი სამთავრობო უწყებების სისტემებში, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა ორი ჰაკერული პლატფორმის, QScan-ისა და QTRouter-ის მიერ გამოყენებულ დომენებზე, რომლებიც კამპანიის ფარგლებში გამოიყენებოდა.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პლატფორმებს მართავს ჩინეთში დაფუძნებული ფირმა, Nanjing Xinjiuwei Network Technology Company, რომლის კლიენტებს შორის არიან ჩინეთის სამოქალაქო დაზვერვის სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო და მისი სამხედრო ძალები - სახალხო განმათავისუფლებელი არმია.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იცნობენ იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნახსენებ სპეციფიკას, „ჩინეთის მთავრობა მტკიცედ ეწინააღმდეგება და ებრძვის კიბერშეტევების ყველა ფორმას კანონის შესაბამისად“. მისი მტკიცებით, აშშ კიბერუსაფრთხოების საკითხებს ჩინეთის დისკრედიტაციისთვის იყენებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე