ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი კი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.

როგორც კლინიკა „მედალფაში“ „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ამ დროისათვის ოთხი მოზარდი სტაციონარში არის მოთავსებული.

ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

„ერთი გარდაიცვალა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, ოთხი მოზარდი კი კლინიკაში რჩება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება”,- განაცხადეს კლინიკა „მედალფაში“.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა