სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ანტიკორუფციულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ანტიკორუფციულმა სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და რ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - განაცხადა ანტიკორუფციული კომიტეტის პრესსპიკერმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ღამით ქოჩარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მას დაახლოებით ორი კვირის წინ, გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი 25 აგვისტოს დააკავეს. ქოჩარიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ 9 პირს წაუყენა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უფროს ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანსა და სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს.

სასამართლომ სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სერჟ სარქისიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე