უკრაინაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის დროს ხუთი დრონი მოლდოვას ტერიტორიაზე შეფრინდა

27 აგვისტოს ღამეს, უკრაინაზე რუსეთის მიერ მორიგი საჰაერო თავდასხმის განხორციელების დროს, მოლდოვას საჰაერო სივრცეში ხუთი დრონი შეიჭრა, - ამის შესახებ მოლდოვას თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის თავზე უნებართვო გადაფრენები უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად მოხდა. ეროვნული ხელისუფლება, პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს“, - განაცხადა მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ.

შეგახსენებთ, მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ, ორი დღის წინ განაცხადა, რომ დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ხშირი ინციდენტები რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუს თქმით კი, რუსული დრონების მიერ მისი ქვეყნის საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევები გამოწვეულია იმით, რომ უკრაინას მათ მოსაგერიებლად საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე