დონალდ ტრამპმა, აშშ-ის ელექტროქსელის გარე საფრთხეებისგან დასაცავად, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც, ქვეყნის ელექტროქსელის დასაცავად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უცხოური ელექტრომოწყობილობების გამოყენება აკრძალა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, განკარგულებაში საუბარია „უჩვეულო და განსაკუთრებულ საგარეო საფრთხეზე“, რომელსაც უცხოეთში წარმოებული ელექტროენერგეტიკული სისტემები ქმნის და რომლებმაც შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით მოწყვლადობა გამოიწვიოს.“

„ვადგენ, რომ ელექტროენერგიის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების უცხოური მიწოდების მხრივ არსებული ვითარება წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს, რომლის წყაროც მთლიანად ან არსებითად შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არის და რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას. შესაბამისად, ამ საფრთხესთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, - აღნიშნულია ტრამპის განკარგულებაში.

თეთრი სახლის განმარტებით, განკარგულების საფუძველზე, აშშ-ში აიკრძალება უცხოეთში წარმოებული ელექტროენერგიის სისტემებისთვის განკუთვნილი გარკვეული მოწყობილობების შეძენა ან დამონტაჟება, მათ შორის, შესაბამისი კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული შესაძლებლობების, რომლებმაც შესაძლოა კიბერუსაფრთხოების ან ოპერაციული რისკები შექმნას.

თეთრი სახლის განცხადებით, განკარგულება ასევე ავალდებულებს აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრს, დააწესოს პირობები ასეთი მოწყობილობების შემდგომ გამოყენებასა და ექსპლუატაციაზე, რათა აღმოიფხვრას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილი პრობლემები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე