ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და ომის გაფართოებაში - ეფექტურად უნდა ჩამოვაგდოთ ის რაკეტები, რომლებსაც მოსკოვი ასე ებღაუჭება

რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და მისი ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი საპასუხო ზომები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსებმა წუხელ უკრაინას დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. მათ დარტყმები მიაყენეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას პოლტავას, სუმის და ხერსონის ოლქებში. რუსებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი შენობები დაბომბეს. კრამატორსკში, მართვადი საჰაერო ბომბი მაღალსართულიან შენობას დაეცა, საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა ოდესაშიც. ზელენსკის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ჩუბინსკეში, დრონებით დარტყმების შემდეგ საწარმოებში გაჩენილი ხანძრების ჩაქრობაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული.

„რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი საპასუხო ზომები. ამ კვირაში ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამას დაემატოს ბალისტიკური რაკეტების თავდაცვის დამატებითი პაკეტები, პირველ რიგში PURL-ის მეშვეობით. ყველაფერი, რაც აძლიერებს ჩვენი ცის დაცვას, ეფექტურად იცავს უკრაინელების სიცოცხლეს ყოველდღიურად. იმისათვის, რომ ჩავახშოთ რუსეთის ბრძოლის გაგრძელების სურვილი, ეფექტურად უნდა ჩამოვაგდოთ ის რაკეტები, რომლებსაც მოსკოვი ასე ებღაუჭება ომის გასაგრძელებლად“, - აცხადებს ზელენსკი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე