რუსეთმა მოსკოვში რუმინეთის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

რუსეთმა მოსკოვში რუმინეთის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„27 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტში დაბარებული იქნა რუმინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ლილიანა ბურდა, რომელსაც სამინისტროს ნოტა გადაეცა მოსკოვში რუმინეთის საელჩოს თანამშრომლის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი რუმინეთის მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე პასუხს წარმოადგენს.

ცნობისთვის, გასულ თვეში, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა მას შემდეგ, რაც ზედიზედ სამი დღის განმავლობაში, რუმინეთის ტერიტორიაზე დრონები ჩამოაგდეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე