ირაკლი ტაბლიაშვილი - დღეს სიკვდილის იმპერიასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ ჩერდება და ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებას - ჩვენი მოძრაობა გააერთიანებს მოქალაქეებს, რომლებიც იტყვიან, რომ არ შევეგუებით ოკუპაციას და ანექსიას

დღეს სიკვდილის იმპერიასთან გვაქვს საქმე და ეს სიკვდილის იმპერია არ ჩერდება. ის ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას და უკვე შემდგომ გაუქმებას, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, მოქალაქეთა გაერთიანება „ანტიანექსიური პლატფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, ამავე პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მოძრაობამ უნდა გააერთიანოს საქართველოს მოქალაქეები და ათქმევინონ მთავარი სათქმელი, რომ საქართველო არ შეეგუება ანექსიას და ოკუპაციას.

“გასული საუკუნის 80-იან წლებში რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს უწოდა “ბოროტების იმპერია”. დღეს სიკვდილის იმპერიასთან გვაქვს საქმე და ეს სიკვდილის იმპერია არ ჩერდება. ის ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას და უკვე შემდგომ გაუქმებას.

ანტიანექსიური მოძრაობა უნდა აერთიანებდეს უკლებლივ ყველას. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, ამ ქვეყნის აწმყოს და მომავლის წინაშე. წარსულის წინაშეც, რასაკვირველია. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოძრაობა, რომელმაც წესით უნდა გააერთიანოს საქართველოს ბევრი მოქალაქე და ბევრ მოქალაქეს უნდა ათქმევინოს მთავარი სიტყვა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეპუებით და შევეგუებით არც ოკუპაციას და არც ანექსიას, რისი მცდელობაც რუსეთს უკვე აქვს და შემდგომ მით უფრო გარკვეული პერიოდის შემდგომ მით უფრო ექნება”, - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მოქალაქეთა გაერთიანება “ანტიანექსიური პლატფორმა” დაფუძნდა. ღონისძიებაზე პლატფორმამ მიიღო დეკლარაცია - “არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას - დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

პლატფორმის დამფუძნებლები არიან: ვლადიმერ ჩაჩიბაია - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე; ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის CSAC თანადამფუძნებელი; აკია ბარბაქაძე - პოლკოვნიკი თადარიგში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე; კახა გოგიძე - რეჟისორი, პაატა დავითაია - “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე; მამუკა გამყრელიძე - საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში; გიორგი მელაშვილი - ევროპულ - ქართული ინსტიტუტის EGI დირექტორი; ირაკლი ტაბლიაშვილი - ჟურნალისტი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე