გიორგი ჭანტურია - ირაკლი ღარიბაშვილის ბრძოლა არის საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის ბრძოლა - ჯერჯერობით, ძალიან სასაცილოდ მიმდინარეობს ეს ყველაფერი

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძოლა არის საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის ბრძოლა. ჯერჯერობით, ძალიან სასაცილოდ მიმდინარეობს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ტყავი შეიქმნა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა კორუფციით მილიონებს აგროვებდა“.

„ირაკლი ღარიბაშვილის თავს რაც ხდება, საინტერესო არ არის საერთოდ. ეს ადამიანი ახლა საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძვის. ეს ტყავი შეიქმნა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა კორუფციით მილიონებს აგროვებდა. ამიტომ არ არის საინტერესო. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი არც ქვეყნისთვის, არც საქართველოს მოსახლეობისთვის არაფრისთვის არ იბრძვის. ამ ადამიანს აქვს ერთი მიზანი, როგორღაც საკუთარი ტყავი გადაირჩინოს. რა თქმა უნდა, კლანებს შორის დაპირისპირებაცაა. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ტყავზე ფიქრობდე. ის „ქართული ოცნების“ დამახასიათებელი ფიგურაა. ეს ადამიანი ისტორიაში შევა ერთ - ერთი ყველაზე სასაცილო პერსონაჟი, რომელსაც დაემართა ის, რაც დაემართა და საბოლოოდ საკუთარი ტყავის გარდა სხვა ვერაფერი დაინახა. ესე ხდება როცა კორუმპირებული ხარ, დარწმუნებული ვარ, ბევრს მოელის კიდევ ეს „ქართული ოცნების“ რიგებში. ირაკლი ღარიბაშვილის ბრძოლა არის საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის ბრძოლა. ჯერჯერობით, ძალიან სასაცილოდ მიმდინარეობს ეს ყველაფერი“,- განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალდება წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე