უკრაინის პრეზიდენტის ოფისი - რუსეთი 2026-2027 წლებში 600 000 სამხედროს მობილიზაციას გეგმავს

რუსეთი 2026-2027 წლებში 600 000 სამხედროს მობილიზაციას გეგმავს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი გეგმაზე მუშაობს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე 300 000, ხოლო 2027 წელს კიდევ 300 000 სამხედროს მობილიზაციას ითვალისწინებს.

„რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მობილიზაციის დამატებით ტალღას განიხილავს როგორც პასუხს, აგრესორი ქვეყნის მიერ ომში ინიციატივის დაკარგვაზე, ფრონტზე დანაკარგების ზრდასა და რეგიონებში საკონტრაქტო გაწვევის პროცესის მნიშვნელოვან შენელებაზე“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, რუსეთის დანაკარგებმა დაახლოებით 240 000 ადამიანი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში მათ 232 000 სამხედრო გაიწვიეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე