სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი ვიცე-პოლკოვნიკი დაიღუპა

სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი ვიცე-პოლკოვნიკი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსი ვიცე-პოლკოვნიკი ავტომობილში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

აფეთქების შედეგად, რუსი სამხედრო მოსამსახურის მეუღლე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული მედია წერს, რომ დაღუპული სამხედრო რუსეთის საჰაერო და თავდაცვის ძალებში მსახურობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემდეგ აფეთქდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა