მამუკა მდინარაძე - ვესაუბრე ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ სამს შორის შედგა საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო - ეს იყო ჩემი ინიცირებული და შემიძლია გითხრათ, რომ მათგან თავიდან არ იყო დათანხმება, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა

ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა, ნამდვილად იყო ჩემი ინიცირებული. ასევე, შემიძლია გითხრათ, ბატონი ირაკლისა და ბატონი ბიძინასგან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი.

„შეიძლება ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, მაგრამ მართლა ჩემი გულწრფელი სურვილი იყო. ამ ეტაპზე, მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, თუმცა თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები. აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ გვერდებიდან შემოჩოჩებას რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში, ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არაა, ალბათ, ბევრი ამაში დარწმუნებული ბრძანდებით.

რომ მეფიქრა, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ასეთი ჩემ გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო, შესაბამისი ასაკის შვილები მყავს, რაც შეიძლება გარეთ დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს.

ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა, ნამდვილად იყო ჩემი ინიცირებული. ასევე, შემიძლია გითხრათ, ბატონი ირაკლისა და ბატონი ბიძინასგან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა