მამუკა მდინარაძე - სადაც საჭირო იყო, ყოველთვის იქ ვიყავი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გავეცალე?! რეგიონებში ჩემი საქმე იყო მენეჯმენტი და მენეჯერი სხვაც მოიძებნება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე - სადაც საჭირო ვიყავი, ყოველთვის იქ ვიყავი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას „სხვაც მშვენივრად გაართმევს თავს“.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გავეცალე?! რეგიონებში ჩემი საქმე იყო მენეჯმენტი და მენეჯერი სხვაც მოიძებნება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მე ჩემი გავაკეთე, იქიდან სხვა თანამდებობაზე გადავედი და მიმაჩნია, რომ იმ თანამდებობაზე სხვაც მშვენივრად გაართმევს თავს. სადაც საჭირო ვიყავი, ყოველთვის იქ ვიყავი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მისი თანამდებობიდან წასვლის მომხრე არ იყო.

„[ბიძინა ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვცდილობდი ჩემი საჭიროებები [ამეხსნა]. ისეთი საუბარი, რაც კამერის წინ არის, არ ხდება ხოლმე, უფრო შინაურული საუბარი მიდის, ბუნებრივი ამბავია. კი ბატონო, ბოლოს გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და ისე დავშორდით ერთმანეთს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე