მამუკა მდინარაძე - არ იყო ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და საბოლოოდ დამთანხმდნენ, მადლიერი ვარ ამის - გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს

არ იყო ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და საბოლოოდ დამთანხმდნენ, მადლიერი ვარ ამის - გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, პრემიერ-მინისტრისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თანამდებობის დატოვების შესახებ მას სხვა არავისთან გაუვლია კონსულტაცია.

„არ იყო ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და საბოლოოდ დამთანხმდნენ, მადლიერი ვარ ამის. ვფიქრობ, რომ სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, პირადად ჩემთვის შეიძლება უკეთესი იყოს. სიმართლე გითხრათ, გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, არავისთან გამივლია კონსულტაცია. წუხელ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. დღეს დილით 10:00 საათზე სამმა ადამიანმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ. ეს იყო სულ,“- განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა