მამუკა მდინარაძე - შეუცვლელი არავინაა - თუ როდისმე დავბრუნდი, რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე იქნება, საკუთარ გუნდს არაბუნებრივად უნდა  დავჭირდე, მაგრამ იმედი მაქვს, ასე არ დავჭირდები და იქნება ვინმე სხვა

ძალიან ისეთ ხარისხში უნდა იყოს [საჭიროება], საკუთარ გუნდს არაბუნებრივად უნდა დავჭირდე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ დავჭირდები და იქნება ვინმე სხვა - შეუცვლელი არავინაა, - ასეთი იყო მამუკა მდინარაძის პასუხი კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება ის პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნდეს.

„მე ეს ასე მიმაჩნია ბუნებრივად და გულწრფელად. დაზღვევის მექანიზმად ვიტოვებ, რომ თუ როდისმე დავბრუნდი, რასაც მართლა არ ვფიქრობ, ეს რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე იქნება, რომ გუნდს შეიძლება ძალიან დასჭირდე.

გარედან ვისი მხარდამჭერი ვიქნები და სად ვიქნები, ალბათ დარწმუნებული ხართ, ეს ყველამ იცით და ყველა ხვდება. სხვანაირად, ზიგზაგებით მე ვერ ვივლი, როგორც ვიღაც-ვიღაცები დადიან. მე ამ ტიპის ადამიანი არასდროს ვყოფილვარ და არასდროს ვიქნები. ეს ამბავი 1%-იანი დაზღვევისთვის ვთქვი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე