ირაკლი მელაშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები წერილი სიმართლე იყო - მდინარაძის ამბავს გაგრძელება ექნება

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნახსენები წერილი სიმართლე იყო - თან ან უზენაესის ნებართვის გარეშე გააკეთეს ან მის წინაშე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული, რომ ღარიბაშვილის ასე დაჩაგვრას არაფერი მოყვებოდა, ჰოდა ამიტომ უჩი მატა ჩაუტარეს! - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გადადომას და პოლიტიკიდან წასვლას ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.

მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მდინარაძის ამბავს გაგრძელება ექნება.

“ჭკუას როგორ ვერავინ ვერ სწავლობთ, თქვე მართლა უვიცო უნამუსოებო!? თან კაი საქმეები ვაკეთეო კაცო, თან რა უტიფარია ტიპი! რით შეხვედი ისტორიაში, შენზე რა კადრები ემახსოვრებათ, იცი მაინც? ალეკომ რომ გაგილაწუნა კომიტეტის სხდომაზე, იმით! ეჭვი მაქვს „მამუკა გალაწუნებულად“ დარჩები.

ბიძინას ვესაუბრე, არ მიშვებდა და მე დავიჟინეო. ჰოო, შენს ამბავსაც, ეჭვი მაქვს, გაგრძელება ექნება“, - წერს ირაკლი მელაშვილი.

მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე