კანადამ ამერიკული ზღვის პროდუქტები საპასუხო ტარიფებისგან გაათავისუფლა

კანადამ აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე საპასუხო ტარიფების სიიდან ზღვის და თევზის პროდუქტები ამოიღო, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქტებზე საბაჟო გადასახადების დაწესება გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„უკუკავშირის საფუძველზე, ეკონომიკური ზიანისგან თავის დასაცავად, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, მათ შორის ზღვის პროდუქტებისა და თევზის პროდუქტების ჩვენი საპასუხო ტარიფების სიიდან ამოღებით“, - განაცხადა კანადის ფინანსთა დეპარტამენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

უწყების განმარტებით, მუდმივად თანამშრომლობენ კანადის ინდუსტრიების წარმომადგენლებთან ამ ზომების ეფექტიანობის შესაფასებლად.

„მუდმივად ვთანამშრომლობთ კანადის ინდუსტრიების წარმომადგენლებთან ამ ზომების ეფექტიანობის შესაფასებლად, განსაკუთრებული ყურადღება კი იმ ინდუსტრიებზე გვაქვს გამახვილებული, რომლებზეც აშშ-ის ტარიფები გავრცელდა“, - აღნიშნულია ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, შაბათს აშშ-მა კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 15-50%-მდე ტარიფი დააწესა. საპასუხოდ, კანადა შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 15-50%-მდე ტარიფს აწესებს. ტარიფები 8 სექტემბრიდან ამოქმედდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე