ხატია დეკანოიძე - ასე ემართებათ ფულზე დახარბებულ სულელებს - კობახიძესაც სულ რომ მოულოდნელი შემცვლელი მოუძებნოს, ივანიშვილი ამ კრიზისიდან ვერ გამოვა

ნამდვილად კომიკურია მდინარაძის ფიგურა და მისი პოლიტიკური “მოღვაწეობაც”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უმძიმეს კრიზისშია „ქართული ოცნება“ - კობახიძესაც სულ რომ მოულოდნელი შემცვლელი მოუძებნოს, ამ კრიზისიდან ვერ გამოვა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ასეთი ღრმა ეროზია ზუსტად იმ სისტემის ბრალია, რაც ივანიშვილმა შექმნა და ილუზია ჰქონდა, რომ უძლეველი იყო“.

„ნამდვილად კომიკურია მდინარაძის ფიგურა და მისი პოლიტიკური “მოღვაწეობაც”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უმძიმეს კრიზისშია „ქართული ოცნება“. ასეთი ღრმა ეროზია ზუსტად იმ სისტემის ბრალია, რაც ივანიშვილმა შექმნა და ილუზია ჰქონდა, რომ უძლეველი იყო.

კობახიძესაც სულ რომ მოულოდნელი შემცვლელი მოუძებნოს - ამ კრიზისიდან ვერ გამოვა ივანიშვილი. ასე ემართებათ ფულზე დახარბებულ სულელებს,“ - წერს დეკანოიძე.

მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

“ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე