დიმიტრი პესკოვი - რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ სავარაუდო აგრესიის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს

რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ სავარაუდო აგრესიის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მსგავსი საშინელებათა ამბები ხშირად ქვეყნდება. რა თქმა უნდა, მათ რეალობასთან და რუსეთის ფედერაციის განზრახვებთან საერთო არაფერი აქვთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „აგრესია ევროპული ქვეყნებიდან მოდის“.

„რუსეთის ფედერაცია ევროპული ქვეყნების მხრიდან ძალიან აგრესიულ პოლიტიკას აწყდება. საპირისპიროს მტკიცება რეალობის დამახინჯება და უბრალოდ ჭორებია, სხვა არაფერი“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტისას რუსი მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, კერძოდ, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან კონფლიქტის ესკალაციისგან თავი შეიკავონ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა